ნორმალური საცხოვრებელი ხელფასი ყველას ეკუთვნის - ანა დოლიძე
კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე და კოალიციის სხვა ლიდერები თიანეთში, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
ანა დოლიძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ როგორც სხვა რეგიონებში აქაც მოსახლეობა წუხს იმ ანაზღაურებაზე, რაც მათ აქვთ.
„დღეს ვიმყოფებოდით თიანეთში, შევხვდით მოსახლეობას. კიდევ ერთი ფაქტი თუ რა ხელფასები აქვს ხალხს რეგიონებში - 240 ლარი, 250 ლარი ამ ფასად არის დასაქმებული პატიოსანი და წესიერი ხალხი. ამ მონურ ფასად შრომობს და ამ ფასად ხაპავს ,,ქართული ოცნების“ მთავრობა იმ სიმდიდრეს და სიკეთეს, რომელიც წესით ჩვენ გამდიდრებას უნდა ხმარდებოდეს. სწორედ ამაშია საქმე, ამიტომ ვითხოვთ სამართლიან ანაზღაურებას. კერძო სექტორში იქნება, ბიზნესში თუ სახელმწიფო სამსახურში, ნორმალური საცხოვრებელი ხელფასი ყველას ეკუთვნის. რეალობა ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც ჩვენ გვეკუთვნის და რაც შეგვიძლია“, - აცხადებს ანა დოლიძე.