თეგებით ძიება

ძაბირაძე: თუ ჩვენ დღეს გავემიჯნებით დასავლეთს, უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხი რომ დადგება, რუსეთთან მიმართებაში საქართველოს საკითხს არავინ დააყენებს

ახლა, როცა პოლიტიკურ ველზე დაშლილი „ნაციონალების“ არა ერთი ოპოზიციური ჯგუფია, არის გახარიას ჯგუფი, არის „ლელო“, „ნაციონალების“ დაბრუნების შიშის თემა აღარ მუშაობს. როგორც ჩანს, ამიტომ გახდა საჭირო უფრო მკაცრი ზომების მიღება. თან ისე, რომ ისევ დასავლეთს ბრალდება, რომ „ნაცმოძრაობა“ არსებობს. მაგრამ, მაშინ როცა „ნაცების“ თითქმის ყველა ლიდერი გასამართლებულია, გაუგებარია როგორ უნდა მოხდეს „ნაცები“ ან გასამართლება, ან აკრძალვა

„ქართული ოცნება“ პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებაზე საუბრობს, მაგრამ, ეს როგორ უნდა მოხდეს კონსტიტუციურად, გაურკვეველია. ჩვენ კონსტიტუციაში გვაქვს 23-ე მუხლი, რომელიც პოლიტიკური პარტიების ფუნქციონირებას აწესრიგებს და იქ ყველაფერია ნათქვამი. რა კონსტიტუციური ცვლილებები სჭირდებათ, ასევე გაუგებარია.

როგორც ჩანს, ამ თემაზე საუბარი ხელისუფლების მხრიდან უფრო პიარის თემაა, ასევე იმათთვის არის აქტუალური, ვისთვისაც „ნაცმოძრაობა“ მიუღებელია. „ქართულ ოცნებაში“ პორტირებულ „ნაცებს“ რომ თავი დავანებით, ყველაფერი ჩვეულებრივადაა. „ნაცმოძრაობას“ ჰყავს თავისი მხარდამჭერები.

ჩვენ გვახსოვს, როგორ აკრძალა „ქართულმა ოცნებამ“ ბლოკების შექმნა, ამისთვის მიიღეს კანონი. მაშინ ვამბობდით, რომ ეს ბლოკები ოფიციალურად არ იქნება, მაგრამ, იქნება არაფორმალურად. ასეა ოპოზიციაშიც და სახელისუფლებო გუნდშიც. „ქართულ ოცნებაში“ არსებობს „ხალხის ძალა“, რომელიც „ქართული ოცნების“ ნაწილია.

როცა საუბარია, რომ „ნაცმოძრაობა“ უნდა გაასამართლონ, „ნაცმოძრაობამ“ სხვა სახელი დაირქვა და ის მხარდამჭერები რომელიც ჰყავდა, ისევ ეყოლება. ამათ ახლა რა უნდა უქნან? ამაზე საუბარიც, რეალურად არაფრის მომტანი არაა.

ამიტომ ვამბობ, როგორც ჩანს, ეს თემა „ქართულ ოცნებას“ სჭირდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების გასაშავებლად. თითქოს ისინი მხარს უჭერენ „ნაცმოძრაობას“ და იწყებენ ქვეყანაში გადატრიალებას.

ხელისუფლების განცხადების პათოსს რომ დავუბრუნდეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის, რომ „ქართული ოცნება“ დღეს ცდილობს დაამკვიდროს აზრი, რომ თუ არჩევნების შემდეგ იქნება პროტესტი, იგი გარედან მართული იქნება.

თუ პროტესტი გარედან იქნება მართული, ეს ის ხალხია ვისაც ისინი ომის პარტიას ეძახიან. ხელისუფლების ნაბიჯები იმას ნიშნავს, რომ მას, საკონსტიტუციო უმრავლესობას კი არა არჩევნებში უმრავლესობის ვერ მიღების ეშინია.

 განცხადებაში განმარტებულია, რომ თუ არ ექნება „ქართულ ოცნებას“ კონსტიტუციური უმრავლესობა, ოპოზიციური პარტიები ხელს შეუძლია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ძალიან მაინტერესებს საქართველოში რომელი პოლიტიკური ძალა შეიძლება იყოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წინააღმდეგი?

ეს მით უფრო საინტერესოა, თუ ჩვენი დასავლელი პარტნიორები აკონტროლებენ ოპოზიციურ ძალებს. თუ დღემდე ხორციელდება სოხუმის და ცხინვალის მიმართ აუღიარებლობის პოლიტიკა, ეს სწორედ რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების და აშშ-ს დამსახურებაა.

მეტიც, ჩვენი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენი დასავლელი პარტნიორები უფრო ხშირად ითხოვენ მოსკოვისაგან აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რუსული ძალების გაყვანას და ამ რეგიონების აღიარების უკან გაწვევას. ამიტომ, გაუგებარია რაზეა საუბარი. ამ განცხადების ერთი ნაწილი ემსახურება ოპოზიციის გაშავებას.

ჩვენ 30 წელზე მეტია ჩართული ვართ ამ პროცესში და მშვენივრად ვიცით რომ რა შეთანხმებები არ გაკეთდა, ვის მიერ არ გაკეთა, დსთ-შიც შევედით, ყველაფერი გავაკეთეთ რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, მაგრამ საპასუხოდ და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, რუსეთს არც ერთი ნაბიჯი არ გადმოუდგამს.

გახსოვთ, საქართველოში ბევრს საუბრობდნენ ორი რუსეთის არსებობაზე, რეაქციულ და დემოკრატიულ რუსეთზე მსჯელობდნენ. არადა, არსებობს ერთი რუსეთი, დღეს მისი განსახიერებაა პუტინი და მისი რუსეთია. მანამდე გვახსოვს, რომ იყო ელცინის რუსეთი, კიდევ უფრო ადრე გვახსოვს გორბაჩოვის რუსეთი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რუსეთი არც ერთ ეპოქაში არ შეცვლილა. ეს რომ მოხდეს, ამისთვის დიდი კატაკლიზმებია საჭირო.

როგორც ჩანს, მას შემდეგ დადგება ყველაფერი თავის ადგილზე, როცა უკრაინა-რუსეთის ომი დასრულდება. ჩვენი საკითხიც ამ თემასაა მიბმული.

აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რასაც ჩვენ, სამწუხაროდ, მნიშვნელობას ჯერჯერობით არ ვაქცევთ. თუ ჩვენ დღეს გავემიჯნებით დასავლეთს, რასაც დღეს „ქართული ოცნება“ აკეთებს, უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხი რომ დადგება, რუსეთთან მიმართებაში საქართველოს საკითხს არავინ დააყენებს.

თუ ასე მოხდა, ჩვენ კიდევ ერთხელ გაუშვებთ შანსს დავეხსნათ რუსეთს და აღმოვჩნდებით რუსეთის მოწყალებაზე დამოკიდებული. რუსეთი გულმოწყალე არასდროს ყოფილა და არც ახლა იქნება.

წყარო: ინტერპრესნიუსი

თეგები

მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა