თეგებით ძიება

"ნაცმოძრაობა“ ეს არის ღალატის, სიძულვილის პროექტი - რატი იონათამიშვილი

"ამომრჩევლები, რომლებიც 26 ოქტომბერს მივლენ საარჩევნო უბანთან, იქნებიან, ფაქტობრივად, ნაფიცი მსაჯულები „ნაციონალური მოძრაობის“ და ისინი გამოიტანენ მათთვის გამამტყუნებელ განაჩენს“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა. 

დეპუტატის თქმით, ნაცმოძრაობა“ ეს არის ღალატის, სიძულვილის პროექტი.

"რადიკალური ოპოზიცია და „ნაცმოძრაობა“ ეს არის ღალატის, სიძულვილის პროექტი. შესაბამისად, ეს ადამიანები, მაშინაც, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და მერეც, როდესაც არიან ოპოზიციაში, გამოირჩეოდნენ სწორედ მოღალატეობრივი ბუნებით და ამ ღალატს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ჩადიოდნენ.

ის მოქალაქეები და ამომრჩევლები, ვინც 26 ოქტომბერს მივლენ საარჩევნო უბანთან, იქნებიან, ფაქტობრივად, ნაფიცი მსაჯულები „ნაციონალური მოძრაობისა“ და ამ კოლექტიური რადიკალური ოპოზიციისთვის. ისინი გამოიტანენ მათთვის გამამტყუნებელ განაჩენს. იმ განაჩენს, რომელიც შემდეგ უკვე გასაჩივრებას აღარ დაექვემდებარება. ეს იქნება ლოგიკური გაგრძელება სტრასბურგის ასზე მეტი ვერდიქტის „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ.

საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ამას სამართლებრივი შეფასება დასჭირდება ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს შეფასება დაიწყოს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებით“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა