“ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარტყმა. პუტინი საკუთარ თავს არ ღალატობს, ავადმყოფი არსებაა“ - ზელენსკი
"ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარტყმა - ასზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტითა და დაახლოებით ასი "შაჰიდით"- ასე გამოეხმუარა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინაზე დღეს მიტანილ იერიშებს.
ზელენსკის თქმით, ამ დარტყმების სამიზნე კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო.
სამწუხაროდ, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და მეგობრებს. დაშავებული ათობით ადამიანია და ყველა მათგანი საჭირო დახმარებას იღებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თავდასხმის შედეგად დიდი ზიანი მიადგა ენერგეტიკულ სექტორს, “სადაც ელექტროენერგია გათიშულია, აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.“
"პუტინი საკუთარ თავს არ ღალატობს, ავადმყოფი არსებაა – ყველასთვის დიდი ხანია ცხადია. მას მხოლოდ იმის გაკეთება შეუძლია, რის უფლებასაც სამყარო მისცემს. პასუხად სისუსტე, გადაწყვეტილებების უკმარისობა ტერორს კვებავს. და თითოეულმა ლიდერმა, ჩვენმა პარტნიორმა იცის, რომ რთული გადაწყვეტილებები მისაღებია, რომ დასრულდეს ომი, დასრულდეს სამართლიანად“, - განაცხადა ზელენსკიმ მიმართვაში.