“როცა რუსეთის დაზვერვა და საქართველოს ხელისუფლება ერთიდაიგივეს ამბობენ, ამას კომენტარი არ სჭირდება“ - ნიკა გვარამია
კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ როცა “რუსეთის დაზვერვა და საქართველოს ხელისუფლება ერთიდაიგივეს ამბობენ, ამას კომენტარი არ სჭირდება.“
"როცა რუსეთის სამხედრო დაზვერვა, ყველაზე აგრესიული და საქართველოსთან დაკავშირებით მკაფიოდ ნეგატიური გადაწყვეტილებების მიმღები სტრუქტურა და საქართველოს ხელისუფლება ამბობენ ერთიდაიგივეს, ზუსტად ერთიდაიგივე ტექსტებით დასავლეთს და ჩვენ მთავარ პარტნიორს ურტყამენ, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამას კომენტარი არ სჭირდება. რუსეთის საგარეო დაზვერვა მოკლებულია შესაძლებლობებს, რაიმე შეცვალოს“, - განაცხადა გვარამიამ.
"ამერიკა საქართველოს ხელისუფლების შეცვლას გეგმავს" - განცხადებას ამის შესახებ რუსეთის დაზვერვის სამსახური აქვეყნებს.
მოსკოვის მტკიცებით, მათ შეერთებული შტატების გეგმები გაშიფრეს, რომლის თანახმადაც, საქართველოში არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები გამოქვეყნდება, რასაც ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნა მოყვება.