თეგებით ძიება

კახელების იმედი მაქვს, კარგა ხანი არ მისცემენ საშუალებას, რომ თავისი პოლიტიკური მიზნებით შევიდეს კახეთში -- წილოსანი გვარამიაზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიამ მის მიერ გაკეთებული განცხადებებით კახელები განსაკუთრებით შეურაცხყო.

წილოსანმა კომენტარი გააკეთა იმ ფაქტზე, რომ ნიკა გვარამიას დღეს კახეთში საკუთარი პარტიის წინასაარჩევნო შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

„ნიკა გვარამიამ შეურაცხყო თითოეული ადამიანი, თითოეული კუთხე და განსაკუთრებით ეს კახელების მიმართ იყო გაცხადებული. კახელების იმედი მაქვს, კარგა ხანი არ მისცემენ მას საშუალებას, რომ თავისი პოლიტიკური მიზნებით შევიდეს კახეთში. ყველამ კარგად დაინახა რა იდენტობის და რა შინაარსის მატარებელია გვარამია თავისი პარტნიორებითა და თანაგუნდელებით“, - აღნიშნა წილოსანმა.

ნიკა გვარამია კახეთში საკუთარი პარტიის წინასაარჩევნო შეხვედრაში არ მონაწილეობს. პარტიის სხვა წევრებს არ სურთ პასუხის გაცემა კითხვაზე, რატომ ვერ ჩავიდა გვარამია კახეთში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა