თეგებით ძიება
26. 08. 2024 მსოფლიო

ეს არანაირად არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება - მაკრონი დუროვის დაკავებაზე

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი „ტელეგრამის“ აღმასრულებელი დირექტორის, პაველ დუროვის საფრანგეთში დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„პაველ დუროვის დაპატიმრების შემდეგ, საფრანგეთთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. საფრანგეთი ერთგულია გამოხატვისა და კომუნიკაციის თავისუფლების, ინოვაციებისა და მეწარმეობის სულისკვეთებისადმი. ასეც დარჩება. კანონის უზენაესობის სახელმწიფოში, თავისუფლებები დაცულია საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში, როგორც სოციალურ მედიაში, ასევე რეალურ ცხოვრებაში, რათა დაიცვან მოქალაქეები და პატივი სცენ მათ ფუნდამენტურ უფლებებს. კანონისაღსრულება სასამართლოს გადასაწყვეტია. „ტელეგრამის“ პრეზიდენტის დაკავება საფრანგეთის ტერიტორიაზე მიმდინარე სასამართლო გამოძიების ფარგლებში მოხდა. ეს არანაირად არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამ საკითხზე გადაწყვეტილება მოსამართლეების გადასაწყვეტია“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა