თეგებით ძიება

მივესალმები, რომ თბილისში დაიდგას საქართველოს უკანასკნელი ლომის, ქრისტიანული ცივილიზაციის მებასტიონეს, ბრძენი მეფე ერეკლე მეორის ძეგლი - პაპუაშვილი

მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, რომ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე დაიდგას საქართველოს უკანასკნელი ლომის, ქრისტიანული ცივილიზაციის მებასტიონეს, ბრძენი მეფე ერეკლე მეორის ძეგლი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, მეფის, რომელმაც სიცოცხლის თითოეული ამოსუნთქვა საკუთარ სამშობლოს და ხალხს შესწირა, ყმაწვილკაცობის ასაკიდან ცხოვრება საქართველოს გაერთიანებას და მშვიდობიანი მომავლისთვის ბრძოლას შეალია, ქვეყანას გამარჯვებების ბედნიერება დაუბრუნა.

„მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, რომ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე დაიდგას “საქართველოს უკანასკნელი ლომის”, ქრისტიანული ცივილიზაციის მებასტიონეს, ბრძენი მეფე ერეკლე მეორის ძეგლი.

მეფის, რომელმაც სიცოცხლის თითოეული ამოსუნთქვა საკუთარ სამშობლოს და ხალხს შესწირა, ყმაწვილკაცობის ასაკიდან ცხოვრება საქართველოს გაერთიანებას და მშვიდობიანი მომავლისთვის ბრძოლას შეალია, ქვეყანას გამარჯვებების ბედნიერება დაუბრუნა.

მეფის, რომლის ავტორიტეტს და გმირობებს პატივს სცემდნენ დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა