თეგებით ძიება
26. 08. 2024 მსოფლიო

პაველ დუროვის დაკავების შემდეგ რუსი ჰაკერები საფრანგეთის მთავრობის ვებ-გვერდებს თავს დაესხნენ

 Telegram-ის დამფუძნებლის, პაველ დუროვის დაკავების შემდეგ, ჰაკერები საფრანგეთის მთავრობის ვებ-გვერდებს დაესხნენ თავს. ინფორმაციას ფრანგული გაზეთი Le Parisien-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შედეგად, სამთავრობო სამსახურების ვებ-საიტები, მედიკამენტებისა და სამედიცინო პროდუქტების უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო (ANSM), სასოფლო-სამეურნეო გაერთიანება „გლეხთა კონფედერაცია“, გაზეთი La Voix du Nord და ექიმის ონლაინ დანიშვნის სერვისი Doctolib, დღის მანძილზე მიუწვდომელი იყო.

გამოცემასთან საუბარში კიბერუსაფრთხოების სპეციალისტმა კლემენტ დომინგომ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში შეიძლება ველოდოთ ამ თავდასხმების გაგრძელებას, რომლებიც, მისი თქმით, „პრორუსულმა ჯგუფებმა“ განახორციელეს.

„რადიო თბილისი“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა