ვლადიმერ პუტინი 3 სექტემბერს მონღოლეთში ჩასვლას გეგმავს, რომელიც რომის წესდების ხელმომწერია
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 3 სექტემბერს მონღოლეთში ჩასვლას გეგმავს, რომელიც რომის წესდების ხელმომწერია.
კრემლის განცხადებით, ვლადიმირ პუტინის 3 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით მონღოლეთში ამ ქვეყნის პრეზიდენტის მოწვევით ჩავა.
გეგმები თუ არ შეიცვლება, 2023 წლის მარტიდან, როდესაც ჰააგის სასამართლომ მისი დაკავების შესახებ ორდერი გაცდა, ეს პუტინის პირველი ვიზიტი იქნება ქვეყანაში, რომელსაც ხელმოწერილი აქვს ჰააგაში საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს შექმნის შესახებ რომის წესდება.
ცნობისთვის, რომის წესდების ხელმომწერი ქვეყნები ფორმალურად ვალდებულები არიან პუტინის დაკავების ორდერი შეასრულონ. სავარაუდოდ ამ მიზეზით, 2023 წელს პუტინი სამხრეთ აფრიკაში არ ჩავიდა (რომელიც ასევე რომის წესდების ხელმომწერია), სადაც მას BRICS-ის სამიტზე პატიჟებდნენ და, როგორც ვრცელდებოდა, მას ამის შესახებ სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა სთხოვა.