თეგებით ძიება

ჩვენი კოალიციის მიზანია შექმნას 200 ათასი სამუშაო ადგილი და ხელი შეუწყოს ადგილობრივების დასაქმებას - ანა დოლიძე

ხარისხიანი ქართული წარმოება შესაძლებელია, სამუშაო ადგილების შექმნა საქართველოში შესაძლებელია, - ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს" ლიდერმა ანა დოლიძემ გურიაში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვიზიტისას განაცხადა.

ანა დოლიძე ჩაი ,,გურიელის" საწარმოში იმყოფებოდა, სადაც ის სამუშაო პროცესს გაეცნო.

„ხარისხიანი ქართული წარმოება შესაძლებელია, სამუშაო ადგილების შექმნა საქართველოში შესაძლებელია. ჩაი ,,გურიელის" საწარმო არის ამის ნათელი მაგალითი, სადაც ყველაფერი საათივით არის აწყობილი. სამუშაო ადგილების შექმნას სჭირდება მიზანსწრაფულობა, შრომა და რაც მთავარია სახელმწიფო ინტერესი. საამაყოა, როდესაც ქართული ჩაი გადის უცხოეთში და ეს არის დასაფასებელი. სწორედ, ჩვენი კოალიციის მიზანია შექმნას 200 ათასი სამუშაო ადგილი და ხელი შეუწყოს ადგილობრივების დასაქმებას. იდეა ,,დამზადებულია საქართველოში" რეალობად უნდა ვაქციოთ", - განაცხადა ანა დოლიძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა