თეგებით ძიება

ჩემს მარცხნივ არის შავი ზღვა, ამ ზღვის იქით არის ევროკავშირი, კეთილდღეობა ევროპაში თუ სიღარიბე და იზოლაცია - ვაშაძე

დაე, აჭარა იყოს პირველი გასაღები ევროკავშირის სიაში გაწევრიანებისთვის. დიახ, ის აჭარა, რომელიც სიმბოლო იყო აღმშენებლობის, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბათუმში განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა ისტორიული გადაწყვეტილების გზაგასაყარზეა და ახლა ეროვნული თანხმობის დროა.

„კეთილდღეობა ევროპაში თუ სიღარიბე და იზოლაცია - ეს არის არჩევანი, რომელიც ყველამ უნდა გავაკეთოთ.

ჩვენ მოგვაქვს კეთილდღეობა ევროპასთან ერთად, "ქართულ ოცნებას" მოაქვს სიღატაკე იზოლაციაში. იმ მძიმე იზოლაციაში, რომელიც ძალიან მძიმედ შეიძლება ჩვენს ერს დაუჯდეს.

ჩვენ ვართ ისტორიული გადაწყვეტილების ისტორიულ გზაგასაყარზე.

ჩემს მარცხნივ არის შავი ზღვა, ბათუმიდან გერთვებით, ამ ზღვის იქით არის ევროკავშირი და ევროკავშირი ამბობს, რომ უნდა შემოვაბიჯო პირველად შავი ზღვის აქეთ, საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის კარიბჭე.

დაე, აჭარა იყოს პირველი გასაღები ევროკავშირის სიაში გაწევრიანებისთვის. დიახ, ის აჭარა, რომელიც სიმბოლო იყო აღმშენებლობის. ის ბათუმი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი თავის გუნდელებთან ერთად ლევან ვაშალომიძესთან, ყველასთან ერთად, ჩვენ ყველანი ერთად ვაშენებდით.

როგორ გვიხაროდა, როგორ სწრაფად მივდიოდით წინ. დღეს ისეთივე განვითარებული, როგორიც არის ბათუმი უნდა იყოს ანაკლია-ლაზიკა, რომელიც გააჩერეს. გააჩერეს იმიტომ, რომ პერსონალური მტრობა აქვთ მიხეილ სააკაშვილის.

ნებისმიერი პროექტი, რაც მან დაიწყო, გააჩერეს. აი აქ, ახლა, ჩვენგან არც ისე შორს იყო ჭაჭის კოშკი გაკეთებული და მიადგნენ და ანგრევდნენ ხალხო. დანგრევის დროა? ახლა არის აღმშენებლობის დრო. ახლა განვითარების, წინსვლის დროა. ამიტომ ვართ ჩვენ აქ და ამიტომ ვამბობთ, წინ ევროკავშირისკენ, ამიტომ გვინდა კეთილდღეობა ევროკავშირთან ერთად.

დღეს ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს იმ სამარცხვინო კანონს, რომელმაც შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. რუსულ კანონს, რომელსაც მთელი საქართველო აპროტესტებს, როგორი ღირსეული იყო ბათუმი, ბათუმის ქუჩები სავსე ბათუმელი ახალგაზრდებით და როგორ იცავდნენ საქართველოს ევროპულ ინტერესებს.

გთხოვთ დავაკვირდეთ საკონსტიტუციო სასამართლოს რას იზამს, ჩვენ მათგან დიდი მოლოდინი არ გვაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ჩვენ ყველანი ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ. გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ საქართველოს დიდი მომავალი აქვს.

გვჭირდება დიდი ერთიანობა, უპრეცედენტო ერთიანობა იმისათვის, რომ გამარჯვებას მივაღწიოთ.

ევროკავშირი და კეთილდღეობა თუ სიღატაკე და იზოლაცია, თავისუფლება თუ მონობა? აი ეს არის არჩევანი, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ.

ბათუმი კი აუცილებლად იქნება იმ დიდი აღმშენებლობის ფუნდამენტი, რომელსაც ჩვენ 26 ოქტომბრიდან დავიწყებთ უკვე გაფართოებული გუნდით.

დიდი ეროვნული თანხმობის დროა, მიშა განთავისუფლდება და ყველა ერთად დიდ ეროვნულ თანხმობას ვთავაზობთ საქართველოს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა