იაპონიაში ტაიფუნს 3 ადამიანი ემსხვერპლა, 79 კი დაშავდა, ხუთ მილიონზე მეტ ადამიანს ევაკუაციისკენ მოუწოდეს
იაპონიაში ტაიფუნ „შანშანის“ გამო, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა, 79 კი დაშავდა. ინფორმაციას "როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ტაიფუნის გამო შეჩერებულია ფრენები. მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებენ.
ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით 5.2 მილიონზე მეტ ადამიანს გაეგზავნა ევაკუაციის შესახებ შეტყობინება.
ავიაკომპანიებმა, მათ შორის ANA Holdings-მა და Japan Airlines-მა განაცხადეს, რომ 800-მდე რეისია გაუქმებული.
იაპონიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კუნძულ კიუშუზე შეჩერებულია სარკინიგზო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლა. დაახლოებით 125 000 ადამიანს არ მიეწოდება ელექტროენერგია.