იმაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს, "სირცხვილია" რომ გაჯობებს კანონის წაკითხვაში - გურამ მაჭარაშვილი
"სირცხვილიამ", ამ დარეგისტრირებით, პრაქტიკულად, დაასრულა საკონსტიტუციო პროცესი, რომელიც, რა თქმა უნდა, წაგებისთვის იყო განწირული," - ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" წევრი, გურამ მაჭარაშვილი მოძრაობა "სირცხვილიას" გადაწყვეტილებას "უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში" რეგისტრირების შესახებ.
"არ ყოფილა მტკივნეული დარეგისტრირება - ამას ვამბობდით წელიწადზე მეტია, რომ აბსოლუტურად უმტკივნეულოდ დარეგისტრირდები და გააგრძელებ საქმიანობას. "სირცხვილიამაც" კი, რომელიც ყველაზე რადიკალური ფრთაა, წაიკითხა კანონი და ნახა, რომ აბსოლუტურად უმტკივნეულოა დარეგისტრირება.
იმაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს, "სირცხვილია" რომ გაჯობებს კანონის წაკითხვაში. გამჭვირვალობის წინააღმდეგ ვერავინ ვერ წავა, გამჭვირვალობა და სინათლე ყოველთვის იმარჯვებს სიბნელესა და შავ ფულზე. "სირცხვილიამ", ამ დარეგისტრირებით, პრაქტიკულად, დაასრულა საკონსტიტუციო პროცესი, რომელიც, რა თქმა უნდა, წაგებისთვის იყო განწირული," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.