რუსული რეპრესიები ოკუპირებულ აფხაზეთში - პუტინი დახმარების შეწყვეტით იმუქრება, თუ რუსებს ტერიტორიებს არ "დაუკანონებენ"
კრემლი დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში რეპრესიებს აანონსებს. საოკუპაციო რეჟიმი სადამსჯელო ღონისძიებებით ემუქრება ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერებსა და ე.წ. პარლამენტის დეპუტატებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან და აპროტესტებენ პუტინის გეგმას. საუბარი "აპარტამენტების კანონზე", რომლის მიხედვითაც, რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში საკუთრება და ტერიტორიები უნდა დაუკანონდეს.
მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე თვითგამოცხადებულმა "პრეზიდენტმა" ბჟანიამ დავალება მიიღო, ე.წ-მა პარლამენტმა სასწრაფოდ დაამტკიცოს აგრესორი ქვეყნის მიერ ინიციირებული "კანონი", წინააღმდეგ შემთხვევაში ოკუპირებული რეგიონი კრემლის ფინანსურ დახმარების გარეშე დარჩება.