თეგებით ძიება

სწორედ ეს მეოთხე პუნქტი ზარავს ოპოზიციას, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის როლს კიდევ უფრო აძლიერებს - თამარ ჩიბურდანიძე

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე „ქართული ოცნების" ინიციატივას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში ჩანაწერი უნდა გაკეთდეს, რომელიც სამოციქულო ეკლესიის პოზიციებს კიდევ უფრო გაამყარებს, განცხადებით ეხმიანება.

როგორც თამარ ჩიბურდანიძე წერს, სწორედ ეს ზარავს ოპოზიციას, რადგან ამით მართლმადიდებელი ეკლესიის როლი კიდევ უფრო გაძლიერდება.

„ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის შეთანხმება შედგა. საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, ხელისუფლება კონსტიტუციაში შეიტანს ახალ განმარტებას ქართული ეკლესიის მნიშვნელობის შესახებ -„მართლმადიდებლური ქრისტიანობა - საქართველოს სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენი”. ეს იმას ნიშნავს, რომ ვეღარასდროს ვერავინ შეძლებს ქართული ეკლესიის შეურაცხყოფას და საქართველოს თვითმყოფადობის ხელყოფას.

სწორედ ეს მეოთხე პუნქტი ზარავს ოპოზიციას, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის როლს კიდევ უფრო გააძლიერებს. მათი მიზანი პირიქით იყო, სურდათ ეკლესიის დაკნინება და ლიბერალიზმის გაბატონება. მათგან ეკლესიისადმი სიძულვილის ენას დიდი ხანია ვისმენთ. არათუ ქართული ოპოზიცია, არამედ, მათი უცხოელი ლობისტებიც კი ღიად აყენებდნენ შეურაცხყოფას ჩვენს ეკლესიას და ღვაწლმოსილ პატრიარქს.

როდესაც ერი და ბერი ერთად არის, ქვეყანა ყველა სირთულეს ლახავს. ამის მომსწრე ვართ თუნდაც ბოლო ორი ურთულესი წელი და ასე გაგრძელდება მომავალშიც, თუკი ხელისუფლებაში დარჩება არსებული პოლიტიკური გუნდი. სხვა შემთხვევაში, ეკლესიის და მასთან ერთად სახელმწიფოს დეგრადაცია გარდაუვალი იქნება. სწორედ ამისთვის გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ ეს ერთობა არ დაირღვეს და ეკლესია სახელმწიფოსთან ერთად მხოლოდ გაძლიერდეს“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ოზურგეთში, პარტიის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა: „გასულ დღეებში, ჩვენ გაგაცანით საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა განხორციელებასაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემდეგ ვგეგმავთ და იქვე აღვნიშნეთ, რომ იყო კიდევ ერთი საკითხი, რომლის შესათანხმებლად კონსულტაციები გვესაჭიროებოდა. მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა და გვინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი არჩევნების შემდეგ განახორციელებს“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა