თეგებით ძიება
02. 09. 2024 მსოფლიო

მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მისაღწევად ბენიამინ ნეთანიაჰუ საკმარისს არ აკეთებს - ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მისაღწევად ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საკმარისს არ აკეთებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ საბოლოო შეთანხმების წარდგენასთან ახლოს არის.

„ჩვენ ამასთან ძალიან ახლოს ვართ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ამასთან, ჟურნალისტის შეკითხვას, მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მისაღწევად ისრაელის პრემიერ-მინისტრი საკმარისს აკეთებს თუ არა, ჯო ბაიდენმა უპასუხა, რომ არა.

ცნობისთვის, დღეს, ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ აშშ-ის მოლაპარაკებების გუნდს ხვდებიან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა