თეგებით ძიება

უახლოეს დღეებში გაგაცნობთ 5- პუნქტიან გეგმას, როგორ ვაპირებთ დავაყენოთ ქვეყანა ფეხზე - გიორგი ვაშაძე

ჩვენ უახლოეს დღეებში გაგაცნობთ 5- პუნქტიან გეგმას, თუ როგორ ვაპირებთ დავაყენოთ ქვეყანა ფეხზე. როგორ ვაპირებთ გავაერთიანოთ ოჯახები, როგორ ვაპირებთ უკან დავაბრუნოთ ემიგრანტები, როგორ ვაპირებთ სამუშაო ადგილების შექმნას, როგორ ვაპირებთ პენსიები გავზარდოთ , - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ფაქტია, რომ „რუსულმა კანონმა" შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, ბევრი ინვესტორი გაიყვანა ქვეყნიდან და უამრავი პროექტი შეჩერდა.

„ჩვენ უახლოეს დღეებში გაგაცნობთ 5- პუნქტიან გეგმას, თუ როგორ ვაპირებთ დავაყენოთ ქვეყანა ფეხზე. როგორ ვაპირებთ გავაერთიანოთ ოჯახები, როგორ ვაპირებთ უკან დავაბრუნოთ ემიგრანტები, როგორ ვაპირებთ სამუშაო ადგილების შექმნას, როგორ ვაპირებთ პენსიები გავზარდოთ.

ამას ჩვენი პროფესიონალების ჯგუფთან ერთად წარმოგიდგენთ მთელი ამ პერიოდის მანძილზე და იმისათვის, რომ ცალსახა და ცხადი იყოს არჩევანი, რის წინაშეც ვდგავართ, სიღატაკე იზოლაციაში თუ განვითარება, კეთილდღეობა ევროპაში. ასეთი მკაფიო არ ყოფილა არჩევანი.

ბოლო დღეების მანძილზე რუსულ კანონთან დაკავშირებით მიდის მსჯელობა.

ხომ ფაქტია, რომ რუსულმა კანონმა შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, ფაქტია რომ ბევრი ინვესტორი გაიყვანა ქვეყნიდან, ფაქტია, რომ უამრავი პროექტი შეჩერდა.

ამიტომ კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ არჩევანი არის ძალიან მარტივი. ან სიღარიბე, სიღატაკე იზოლაციაში, ან კეთილდღეობა ევროპაში.

ან მონობა ან თავისუფლება. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ყველა გავაკეთებთ ღირსეულ არჩევანს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა