ლვოვში რუსეთის აგრესიას დედა და მისი სამი ქალიშვილი ემსხვერპლა
ლვოვზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ოჯახის 4 წევრი დაიღუპა - დედა და სამი ქალიშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერი ანდრეი სადოვოი ავრცელებს.
"დღევანდელი თავდასხმის შემდეგ, ამ ფოტოდან მხოლოდ მამაკაცი დარჩა ცოცხალი, ევგენის ცოლი და მათი სამი ქალიშვილი - იარინა, დარია და ემილია - საკუთარ სახლში დაიღუპნენ", - წერს სადოვოი.
მერმა ასევე სოციალურ ქსელში რუსეთის აგრესიას შეწირული ოჯახის ფოტო გამოაქვეყნა.
"ევროპის ცენტრში რუსეთი ანადგურებს უკრაინელების მთელ ოჯახებს. რუსები კლავენ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალს. არ ვიცი, რა სიტყვები მოვიშველიო მამა იაროსლავის მხარდასაჭერად. დღეს ჩვენ ყველანი თქვენთან ვართ. გულწრფელი სამძიმარი და მარადიული ხსოვნა", - აღნიშნა სადოვოიმ.
უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტის ცნობით, მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.