უკრაინელმა სამხედროებმა სუჯაში მცხოვრები ორსული ქალი სამშობიაროდ უკრაინაში გადაიყვანეს
უკრაინული არხი ТСН-ის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა სუჯაში მცხოვრები ორსული ქალი (რუსი) სამშობიაროდ სუმის ოლქში (უკრაინაში) გადაიყვანეს.
20 წლის იულია ფურსოვამ სუჯას რაიონის სოფელ ლებედევკადან 22 აგვისტოს ბიჭი გააჩინა. დედა და ახალშობილი სამხედროებმა ისევ შინ დააბრუნეს.
უკრაინულ ტელევიზიაში გამოჩნდა სიუჟეტი ფურსოვების შესახებ, რომელშიც აღნიშნეს, რომ იულიას ბავშვი ნაადრევად დაიბადა, რადგან ქალი ძალიან ნერვიულობდა.
ტაბულა