“ეს არის ოცნების განწირული მცდელობა, ძალადობით შეინარჩუნოს ძალაუფლება“ - სოფო ჯაფარიძე
თბილისის საკრებულოს წევრები ირაკლი ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე პოლიციამ რამდენიმე წუთის წინ დააკავა. გომელაურის უწყების ცნობით, საკრებულოს დეპუტატები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.
“ეს არის ოცნების განწირული მცდელობა, ძალადობით შეინარჩუნოს ძალაუფლება“ -ასე აფასებს ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, სოფო ჯაფარიძე ირაკლი ეძგევრაძის და ირაკლი ნადირაძის დაკავებას.
ეს არის ოცნების განწირული მცდელობა, ძაალდობით შეინარჩუნოს ძალაუფლება და რეალურად ქვეყანა იზოლაციაში და სიღატაკეში დატოვოს. ყველაფერს აკეთებენ ძალაუფლების შესანარჩუნებლად.
დაუყოვნებლივ მოვითხოვთ დაკავებულების გათავისუფლებას. ივანიშვილს ასეთი მეთოდებით ძალაუფელების შენარჩუნება არ გამოუვა. მათი დაპირება, კამპანია თავიდან ბოლომდე ძალადობაა, დაყრდნობილია რეპრესიებზე, მათ უნდათ შეგვაშინონ, შეგავჩერონ, მაგრამ არ გამოუვათ“,- განაცხადა ჯაფარიძემ.