33 წლის უგანდელი ოლიმპიელი, რომელსაც შეყვარებულმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, გარდაიცვალა
33 წლის უგანდელი ოლიმპიელი, რომელსაც შეყვარებულმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ჩეპტეგეი კენიაში ცხოვრობდა. პარტნიორი მამაკაცი მას თავს მაშინ დაესხა, როცა იგი სახლში ეკლესიიდან ბრუნდებოდა. მეზობლებმა დაინახეს, როგორ ასხამდა მას შეყვარებული სითხეს, სანამ ცეცხლს წაუკიდებდა.
BBC-ის ინფორმაციით, ადგილობრივი ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ჩეპტეგეისა და მის პარტნიორს შორის კონფლიქტი მიწის ნაკვეთის გამო დაიწყო. პოლიციას საქმეზე გამოძიება დაწყებული აქვს.