უკრაინამ თამაში თავდაყირა დააყენა და ომი რუსეთის ტერიტორიაზე გადააქვს - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მხოლოდ კურსკის ოლქში რუსეთმა დაახლოებით 6 ათასი ჯარისკაცი დაკარგა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა კურსკის ოლქში 1 300 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიკავეს.
„უკრაინამ თამაში თავდაყირა დააყენა და ომი რუსეთის ტერიტორიაზე გადააქვს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„ამ დროისთვის, ჩვენი ოპერაციის პირველი თვის განმავლობაში, მხოლოდ კურსკის ოლქში რუსულმა ჯარებმა დაკარგეს დაახლოებით 6 ათასი ჯარისკაცი [მოკლული და დაჭრილი]“, - დასძინა მან.