ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას დაიცვას თავისი ატომური ელექტროსადგურები რუსული რაკეტებისგან - რადოსლავ სიკორსკი
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი მიიჩნევს, რომ პოლონეთს აქვს უფლება ჩამოაგდოს რუსული რაკეტები უკრაინის საჰაერო სივრცეში, თუ ისინი საფრთხეს შეუქმნიან ატომურ ელექტროსადგურებს. სიკორსკიმ ამის შესახებ BBC Radio 4-ს განუცხადა.
„ჩერნობილის ატომური ავარია მოხდა უკრაინაში. წარმოიდგინეთ, რომ ერთ-ერთი რუსული უპილოტო თვითმფრინავი ან რაკეტა გადის კურსიდან და არ მიფრინავს პოლონეთში ან რუმინეთში, როგორც ეს უკვე მოხდა, მაგრამ მოხვდება უკრაინის ერთ-ერთ ატომურ ელექტროსადგურს. მე მჯერა, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას დაიცვას თავისი ატომური ელექტროსადგურები ასეთი მაწანწალა რუსული რაკეტებისგან“, - განაცხადა მინისტრმა.