ირლანდიაში დააპატიმრეს მასწავლებელი, რომელმაც ტრანსგენდერ მოსწავლეს სასურველი ნაცვალსახელით არ მიმართა (ვიდეო)
ირლანდიელი მასწავლებელი ენოჰ ბერკი, კვლავ დააპატიმრეს, ვინაიდან აგრძელებდა იმ სკოლაში სიარულს, სადაც ადრე მუშაობდა. მედიის ცნობით, ბერკი, დუბლინის უმაღლესმა სასამართლომ კვლავ ციხეში გაუშვა მას შემდეგ, რაც იგი არ დაემორჩილა „ვილსონის ჰოსპიტალის სკოლის“ ოფიციალური პირების განკარგულებას, რომლის თანახმად, აღნიშნულ სკოლაში, სადაც ის ადრე მუშაობდა, მისვლა აეკრძალა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში, ბერკი არაერთხელ დააპატიმრეს, რადგან კვლავ მიდიოდა სკოლაში, სადაც მას უკვე აღარ ჰქონდა შესვლის უფლება და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც "აგრესიულად დაუპირისპირდა ხელმძღვანელ მასწავლებელს იმის გამო, რომ უარი თქვა 17 წლის ტრანსგენდერი მოსწავლისთვის მიემართა მისთვის სასურველი სახელით და ნაცვალსახელით."
ენოჰ ბერკმა, რომელიც ასწავლიდა ისტორიას და გერმანულს, განაცხადა, რომ მისი ევანგელისტური ქრისტიანული მრწამსი ნიშნავს, რომ ის "ეწინააღმდეგებოდა ტრანსგენდერიზმს."
ბერკის შესახებ, ჯერ კიდევ 2023 წელს წერდა ბრიტანული ტაბლოიდი „დეილი მეილი“ და მას მოიხსენიებდა როგორც „ირლანდიელ მასწავლებელს, რომელიც კულტურული ომის ცენტრში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც უარი თქვა ტრანსგენდერი მოსწავლის ნაცვალსახელის გამოყენებაზე. მას საერთო ჯამში ციხეში 400 დღე აქვს გატარებული".