თეგებით ძიება

„არჩევნების შემდეგ ასეულ ათასობით ოჯახი აღმოჩნდება რეპრესიების ქვეშ“ - რომან გოცირიძე

დეპუტატი რომან გოცირიძე სოცქსელში წერს:

“ქართულმა ოცნებამ” კვლავ მოატყუა ჩვენი მოქალაქეები. 20 წლის წინ მიღებული, მაშინ კარგი, მაგრამ დღეისათვის მოძველებული (ფასების ზრდის გამო) ფიზიკური პირის ქონების გადასახის წესით მისი გადახდა უწვევს თითქმის მეორე ოჯახს, ისე რომ მან ეს არც კი იცის და არც ეუბნებიან. არ ეუბნებიან არჩევნების გამო. ოჯახები ფაქტობრივად ფინანსურ ბომბზე სხედან. არჩევნების შემდეგ ასეულ ათასობით ოჯახი აღმოჩნდება რეპრესიების ქვეშ, როგორც გადასახადების დამმალავები.ოთხი წელი მოვანდომე პარლამენტში ამ საკითხის მოგვარებას, საკუთარი კანონპროექტიც წარვადგინე, მთავრობაც და პარლამენტიც ვაიძულე, რომ საჯაროდ განეცხადებინათ, რომ მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა და წარმოადგენდნენ კანონპტოექტს პარლამენტში ( ბოლო დაპირება გაზაფხულისთვის წარდგენა იყო). კვლავ მოიტყუეს.ახალი კოალიციური ხელისუფლება აუცილებლად შეამცირებს საგადასახადო ტვირთს და დაუყოვნებლივ შეცვლის ქონების გადასახადის გაანგარიშების არსებულ წესს - წერს გოცირიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა