თეგებით ძიება

"ფოტო ტერაქტამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს ადგილი რამდენიმე წუთში სისხლიან ქუჩად იქცეოდა" - რას წერს ნიუ ორლეანის ტრაგედიას გადარჩენილი ქართველი ბიჭი?

აშშ-ში, ნიუ ორ­ლე­ა­ნის ფრან­გულ კვარ­ტალ­ში, 1-ელ იან­ვარს, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით დი­ლის 3 სა­ათ­ზე, სა­ა­ხალ­წლო ზე­ი­მის დროს ავ­ტო­მო­ბი­ლი ხალ­ხში შე­ვარ­და, რის შე­დე­გა­დაც 15 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 35 და­შავ­და.

FBI მომ­ხდარს, რო­გორც "ტე­რო­რის­ტულ აქტს" ისე იძი­ებს.

თავ­დას­ხმის დროს ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლი ცდი­ლობ­და რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ ადა­მი­ანს დას­ჯა­ხე­ბო­და, - ამის შე­სა­ხებ ნიუ ორ­ლე­ა­ნის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­მა, ენ კირკპატ­რიკ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და. რო­გორც ირ­კვე­ვა ტრა­გე­დი­ის ად­გი­ლას იმ­ყო­ფე­ბო­და ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდა რატი გაგ­ნი­ძე, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

ფოტო ტე­რაქ­ტამ­დე სულ რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე.

ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ზუს­ტად ეს ად­გი­ლი რამ­დე­ნი­მე წუთ­ში სის­ხლი­ან ქუ­ჩად იქ­ცე­ო­და.

სას­ტუმ­რო­ში დაბ­რუ­ნე­ბამ­დე პი­ცე­რი­ა­ში შე­ვი­ა­რე და ჩემს გვერ­დზე ორი უც­ნა­უ­რად ჩაც­მუ­ლი ახალ­გაზ­რდა დაჯ­და. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ყო­ველ­თვის ვგრძნობ ადა­მი­ანს გა­დავ­წყვი­ტე მალე და­მე­ტო­ვე­ბი­ნა ად­გი­ლი. ამ ფიქ­რში ვი­ყა­ვი, რო­დე­საც პო­ლი­ცი­ელ­თა ჯგუ­ფი შე­მო­ვარ­და და და­ა­კა­ვეს. ეს და­კა­ვე­ბა არ ჰგავ­და ჩვე­უ­ლებ­რივს, გა­და­ტე­ნი­ლი ია­რა­ღე­ბით გა­იყ­ვა­ნეს დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი.

მეც და­გეგ­მილ დრო­ზე ადრე დავ­ტო­ვე პი­ცე­რია და გა­რეთ გა­ვე­დი.

ხალ­ხმრა­ვალ ად­გილ­ზე სელ­ფის გა­და­სა­ღე­ბად გავ­ჩერ­დი და რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ისევ გა­ვე­მარ­თე სას­ტუმ­როს­კენ. ზუს­ტად 5 წუ­თის სხვა­ო­ბით ამ ად­გილ­ზე მოხ­და ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი.

ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­ე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფილ გზა­ზე სატ­ვირ­თო გა­მიზ­ნუ­ლად შე­მო­ვარ­და და ახალ­გაზ­რდებს გა­და­უ­ა­რა. 15 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა და 30-ზე მეტი და­შავ­და.გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სატ­ვირ­თო­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი და “ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს” დრო­შა.

FBI-ს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ თავ­დას­ხმა­ზე გა­მო­ძი­ე­ბა "რო­გორც ტე­რო­რის­ტულ აქ­ტზე" მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამავდრო­უ­ლად, ნიუ ორ­ლე­ა­ნის მერ­მა, ლა­ტო­ია კანტრელ­მა მომ­ხდარს ტე­რაქ­ტი უწო­და.

მად­ლო­ბა ღმერ­თს მე კარ­გად ვარ, მაგ­რამ ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი ალ­ბათ არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა.

ამ ქვე­ყა­ნა­ში უსაფრ­თხო­ე­ბა უნდა გამ­კაცრ­დეს ეს ხალ­ხი არ იმ­სა­ხუ­რებს ასეთ სა­ში­ნე­ლე­ბას.

ღმერ­თმა და­ლო­ცოს დი­დე­ბუ­ლი ამე­რი­კა!".

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა