"სადარბაზოში დამხვდა 2 ტიპი და ხელჩართულ ბრძოლაში ცოტა სახე მიმიჩოხანეს" - მოქალაქე ია გაბუნიას ცნობით, მას თავს დაესხნენ
ოქალაქე ია გაბუნია ამბობს, რომ სადარბაზოში ორი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.
"სადარბაზოში დამხვდა 2 ტიპი და ხელჩართულ ბრძოლაში ცოტა სახე მიმიჩოხანეს", - წერს ია გაბუნია.
მოგვიანებით, მომხდარის შესახებ მან "მთავარ არხთან" ისაუბრა, ია გაბუნია თავდასხმას მიმდინარე საპროტესტო აქციებში მის აქტიურ ჩართულობას უკავშირებს.
"მაღაზიიდან ვბრუნდებოდი სახლში ორივე ხელი დაკავებული, მქონდა მეჭირა პარკები. იდენტიფიცირებას ვერ მოვახდენ, მხედველობის პრობლემა მაქვს, სახეებს ვერ ვარჩევ, თუმცა ეცვათ შავი ჰუდები, კაპიუშონი წამოხურული.
საიდან გაჩნდა ორი ადამიანი არ ვიცი, ერთმა უკნიდან მხრებში წამავლო და ცდილობდა წავექციე, გავუსხლტი ხელიდან და შევვარდი სადარბაზოში. ყვირილი ავტეხე და ვეძახდი დედაჩემს, რომ დედა გამომხედე.
ჩემი, ასე ვთქვათ, მოღვაწეობა ბოლო ორი თვეა მხოლოდ აქციებია და სავარაუდოდ ამის ბრალია. ჩემთან იყო აგრესიული ზარები ასევე, დედაჩემის ნომერზე ხორციელდებოდა ზარები, ჩემს ტელეფონზეც კითხულობდნენ ჩემს შვილებს", - ამბობს ია.