„სახლში დარჩენილი და ყველას გადამხაზველი ამომრჩეველია ოცნების ბოლო იმედი“ - თამარ ჩერგოლეიშვილი
პარტია „ფედერალლისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
ქოცების ახალციხის შეხვედრის ნიუსებს ვკითხულობ ახლა - ჰედლაინებს.
ძალიან სასოწარკვეთილები არიან და მხოლოდ და მხოლოდ იმ პროდასავლელ მოქალაქეებს შეუძლიათ მათი გადარჩენა, რომლებიც არჩევნებზე სახლში დარჩებიან.
დარჩენილ 50 დღეში ოპოზიცია თვისებრივად ვერაფერს შეცვლის - ერთადერთი რაც შეიძლება ქნას ისაა რომ ლელო და გახარია გაერთიანდეს და პრეზიდენტმა ამ გაერთიანებას ძალა შემატოს, იმისთვის რომ სააკაშვილ/მერაბიშვილ/კეზერაშვილის (ანუ ნაცების და აჰლების) საპირწონე, დამბალანსებელ ძალად გამოჩნდეს.
პრობლემაა ჩვენი ამომრჩეველიც.
დღეს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს 50 ათასი იდენტიფიცირებული ამომრჩეველი ყავს (იდენტიფიცირებულზეა მხოლოდ საუბარი).
დაახლოებით 30 ათასი არჩევნებზე მაინც გავა - ცხვირზე ხელს მოიჭერს და ხმას რომელიმე ოპო პარტიას მისცემს (რასაც ვუყურებთ ეს 30 მეტწილად ლელოსა და გახარიას შორის განაწილდება).
დაახლოებით 20 ათასი (მხოლოდ იდენტიფიცირებულებიდან) ან სახლში რჩება, ან ყველას გადახაზავს - თუ ასარჩევებში ჩვენ არ გვხედავს.
სახლში დარჩენილი და ყველას გადამხაზველი ამომრჩეველია ოცნების ბოლო იმედი - წერს ჩერგოლეიშვილი.