თეგებით ძიება

კობახიძე საქართველოს მოქალაქეებს 14 მილიარდიან დახმარებას უკარგავს და ქვეყანას იზოლაციაში აქცევს - თამარ კორძაია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია გამოეხმაურა პრემიერის განცხადებას, რომ მთავრობა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის.

„თუ „რუსულ კანონს" გააუქმებენ, ძალიან კარგი ინიციატივა იქნება, მაგრამ, რატომ უნადგურებენ საქართველოს მოქალაქეებს იმ 14 მილიარდიან დახმარებას, რომელიც როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებზე შეიძლება გადანაწილდეს? მთავარი ის არის, რომ ეს თავისუფალი სივრცისა და სიტყვის დევნაა ქვეყანაში. კობახიძე თვლის, რომ თუ თვითონ მისცემს არასამთავრობო ორგანიზაციების ფულს პრობლემა მოგვარდება, რაც ასე არ არის. კობახიძე საქართველოს მოქალაქეებს 14 მილიარდიან დახმარებას უკარგავს და ქვეყანას იზოლაციაში აქცევს“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა