თეგებით ძიება

ბოლო 3 წელში წყალში დახრჩობის შედეგად 173 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 25 არასრულწლოვანი

მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველოში ზღვაში, მდინარეებსა და ტბებში 41 ადამიანი დაიხრჩო. აღნიშნული მონაცემები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის კითხვის პასუხად გაავრცელა. კითხვა წყალზე სიკვდილიანობის ბოლო 3 წლის სტატისტიკას ეხებოდა.

მონაცემების თანახმად, ბოლო 3 წელში წყალზე სიკვდილიანობის 173 ფაქტი დაფიქსირდა. დაღუპულთა შორის 25 არასრულწლოვანია.

2022 წელი - 58 შემთხვევა (8 არასრულწლოვანი)

2023 წელი - 74 შემთხვევა (13 არასრულწლოვანი)

2024 წლის 19 აგვისტომდე - 41 შემთხვევა (4 არასრულწლოვანი)


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა