თეგებით ძიება
10. 09. 2024 მსოფლიო

შეყვარებული, რომელმაც უგანდელს ოლიმპიელს ცეცხლი წაუკიდა, თვითონაც დამწვრობებისგან გარდაიცვალა

BBC-ს ინფორმაციით, უგანდელი ოლიმპიელის, რებეკა ჩეპტეგეის ყოფილი შეყვარებული, რომელმაც ათლეტს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, საავადმყოფოში, თვითონაც დამწვრობებისგან გარდაიცვალა. 

ოლიმპიელ ათლეტს, 1-ელ სექტემბერს შეყვარებულმა, დიკსონ ნდიემამ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. ჩეპტეგეი 5 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

მომხდარის შედეგად დამწვრობები მიიღო ნდიემამაც, რის გამოც მას დღემდე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდნენ. 

BBC-ის ინფორმაციით, პარტნიორს შორის კონფლიქტი მიწის ნაკვეთის გამო დაიწყო. 

 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა