"გახარიაც და ზვიად ქორიძეც კარგად იქნებიან და თქვენ, რუსებზე სულგაყიდულ "ქოცებს" არაფერი გეშველებათ" - ალეკო ელისაშვილი
ბათუმში ექსპრემიერ გიორგი გახარიას და მედიაექსპერტ ზვიად ქორიძეს თავს დაესხნენ. ამ უკანასკნელის თქმით, მასზე თავდასხმაში მონაწილეობდა "ქართული ოცნების" დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე. მომხდარს ეხმაურება პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში წერს:
"უზრდელი პოლიციელისთვის სილის გაწვნაზე ციხეში სვამენ ჟურნალისტებს და ამათ ღია, დაუსჯელი თარეში აქვთ დაწყებული. გახარიაც და ზვიად ქორიძეც კარგად იქნებიან და თქვენ, რუსებზე სულგაყიდულ "ქოცებს" არაფერი გეშველებათ. ამ თქვენი ცემა-ტყეპების და რეპრესიების არავის გვეშინია, თქვენ კი აუცილებლად აგებთ ყველაფერზე პასუხს".