უკრაინამ და მოლდოვამ, შესაძლოა, არსებობა შეწყვიტონ - ნიკოლაი პატრუშევი
უკრაინამ და მოლდოვამ, შესაძლოა, არსებობა შეწყვიტონ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა.
რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი ამბობს, რომ „ნეონაცისტური იდეოლოგიის ძალადობრივი აღსრულება და მძვინვარე რუსოფობია ანადგურებს უკრაინის ერთ დროს აყვავებულ ქალაქებს, მათ შორის ხარკოვს, ოდესას, ნიკოლაევს, დნეპროპეტროვსკს“.
„შესაძლებელია, რომ მომავალ წელს უკრაინამ არსებობა საერთოდ შეწყვიტოს“, – განაცხადა ნიკოლაი პატრუშევმა.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, კიშინეუს ანტირუსული პოლიტიკა გამოიწვევს იმას, რომ მოლდოვა სხვა ქვეყნის ნაწილი გახდება ან არსებობას შეწყვეტს.
წყარო: 1tv.ge