ამ ეტაპზე არ არის დადასტურებული ინფორმაცია, გადასცა თუ არა ირანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტები - დენის შმიგალი
უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, ჯერ არ არის დადასტურებული ინფორმაცია იმის თაობაზე, გადასცა თუ არა ირანმა რუსეთის ფედერაციას ბალისტიკური რაკეტები. ამის შესახებ RBC-Ukraine შმიგალის პრესკონფერენციაზე დაყრდნობით წერს.
„უკრაინას თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის მტრის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტების განადგურება უნდა შეეძლოს“, - აცხადებს შმიგალი.
მისივე თქმით, მას ჯერ არ აქვს კონკრეტული მტკიცებულება, რომ რუსეთმა გამოიყენა ან მიიღო ირანული ბალისტიკური რაკეტები.
შმიგალი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია შეშფოთების საფუძველს იძლევა.
The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა რუსეთს მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები გადასცა.
თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა ბალისტიკური რაკეტების რუსეთისთვის შესაძლო გადაცემას „კონფლიქტის მნიშვნელოვანი ესკალაცია“ უწოდეს.
თავის მხრივ, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ირანი და რუსეთი „მგრძნობიარე საკითხებში“ ერთმანეთთან თანამშრომლობენ.