თეგებით ძიება
10. 09. 2024 ვიდეო

"რუსულენოვანმა ქალბატონმა კინაღამ მომიკლა დედა და შვილი ჩამიგდო კომაში“ - თაღლითური სქემა, სადაც ოჯახებს შემზარავ შეტყობინებებს უგზავნიან

თითქმის მთელი ზაფხულიდან მოყოლებული დღემდე არ წყდება ზარი სახლის ტელეფონზე, სადაც რუსულ ენაზე მოსაუბრე ქალი გვიკავშირდება და გვატყობინებს, თითქოს ჩვენი ოჯახის წევრი ავარიაში მოყვა და გადაუდებელი ოპერაციისთვის თანხა სჭირდება.

თუ სიტუაციაში უკეთესად გარკვევას დააპირებთ და პანიკას არ აჰყვებით, შემდეგ ეტაპზე პოლიციით და პატიმრობით გემუქრება, ან ყურადღებას ადამიანის სიცოცხლეზე ამახვილებს. ეს ქალბატონი ხან ტირის, ხან აგრესიულია.

რთულად სავარაუდოა, რომ ბოროტმოქმედს ვინმემ თანხა გადაურიცხა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ოჯახებიდან საზღვარგარეთ უამრავი ადამიანი იმყოფება, სიმართლის გარკვევამდე, შეიძლება უმძიმესი ფსიქოლოგიური ზიანი მივიღოთ.  

"დედაჩემს დაურეკეს თბილისში, ქალაქის ნომერზე, უთხრეს, თქვენი შვილი მოყვა ავარიაშიო და იბრძვის სიცოცხლისთვის. ამისთვის საჭიროა თანხაო. დედაჩემი გადაირია, მე ამერიკაში ვიმყოფები. 

დედაჩემი ცუდად გახდა, დაურეკა ჩემს შვილს, რომელიც ტაქსიში იმყოფებოდა, თბილისში და სამსახურიდან ბრუნდებოდა სახლში. ბავშვს წაუვიდა გული ნერვიულობისგან. 

რუსულენოვანმა ქალბატონმა კინაღამ მომიკლა დედა და შვილი ჩამიგდო კომაში. ვფიქრობ, ასეთი საქციელი უნდა იყოს დასჯადი“, - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა