განწირულები არიან დისკრედიტაციისთვის, რადგან ის ნეგატივი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს, ნებისმიერ პოზიტივს გადაფარავს - გედევან ფოფხაძე სპორტსმენების შესახებ
ადამიანები, რომლებიც სხვა სფეროში არიან წარმატებულები, პოლიტიკაში მოსვლით დისკრედიტაციისთვის არიან განწირულები, რადგან ის ნეგატივი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს, ნებისმიერ პოზიტივს გადაფარავს, - ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის ოცეულში სპორტსმენების შეყვანა შეაფასა.
როგორც ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ სპორტსმენები საკუთარი ნეგატივის გადასაფარად სჭირდება.
„როდესაც შენ დისკრედიტირებული და ნეგატიური ხარ, რაღაც პოზიტივი გჭირდება. სპორტსმენებს არ ვიცი რაში სჭირდებოდათ. სპორტსმენები, რომლებიც პარლამენტში არიან, როგორც წესი ინტენსიურ და აქტიურ მონაწილეობას არ იღებენ, ის რომ მათ ნაყოფიერი საპარლამენტო ცხოვრებით იცხოვრონ, არ ხდება. ადამიანებმა, რომლებმაც ხალხს თავი შეაყვარეს, არ მესმის მათი მოტივაცია. ადამიანები, რომლებიც სხვა სფეროში არიან წარმატებულები, პოლიტიკაში მოსვლით განწირულები არიან დისკრედიტაციისთვის, რადგან ის ნეგატივი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს, ნებისმიერ პოზიტივს გადაფარავს“, - განაცხადა ფოფხაძემ.