თეგებით ძიება
11. 09. 2024 მსოფლიო

ენტონი ბლინკენისა და დევიდ ლამის კიევში ვიზიტის დროს საჰაერო განგაშის სიგნალი ჩაირთო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლამი, სხვა დასავლელ ოფიციალურ პირებთან ერთად, უკრაინის დედაქალაქში იმყოფებოდნენ, რა დროსაც საჰაერო განგაშის სიგნალი გაისმა.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, განგაშის სიგნალი დაახლოებით 30 წუთს გრძელდებოდა. უკრაინის საჰაერო ძალებმა ბალისტიკური რაკეტის საფრთხის შესახებ განაცხადეს.

რაკეტა სუმის რეგიონიდან პოლტავას რეგიონის მიმართულებით მოძრაობდა, მოგვიანებით კი უკრაინის საჰაერო ძალებმა რაკეტა ჩამოაგდეს. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა