ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, იმისთვის რომ ლგბტ პროპაგანდამ არ შემოაღწიოს ჩვენს ოჯახებში და ჩვენი ბავშვების ფსიქიკა არ დააზიანოს - გიორგი ვოლსკი
მმართველ გუნდში ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტის კანონად ქცევის მნიშვნელობაზე საუბრობენ. ამასთან, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს.
"ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, იმისთვის რომ ამ პროპაგანდამ არ შემოაღწიოს ჩვენს ოჯახებში და ჩვენი ბავშვების ფსიქიკა არ დააზიანოს. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ჩვეულებრივ ამბად იქცა გინდ ერთნაირსქესიანთა ქორწინების პოპულარიზაცია, გინდ ნებისმიერი სხვა თემა. თუმცა, კატეგორიულად უნდა გავუსვათ ხაზი, რომ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე კანონის წინაშე დამცირებულ მდგომარეობაშია. კანონის წინაშე ყველა ერთნი ვართ, მაგრამ გარკვეული თემის პროპაგანდა ეწინააღმდეგება თვითმყოფადობის პრინციპს, რაზედაც საქართველოს სახელმწიფოებრიობა დგას“, - მიიჩნევს ვოლსკი.
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს დღეს მესამე მოსმენით განიხილავს.