რუმინეთში წყალდიდობამ 4 ადამიანი იმსხვერპლა. ევაკუირებულია ასობით მცხოვრები
უამინდობა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში - რუმინეთში, ჩეხეთსა და პოლონეთში ძლიერმა წვიმამ მდინარეების ადიდება გამოიწვია. ყველაზე დიდი ზარალი წყალდიდობამ რუმინეთს მიაყენა, სადაც რამდენიმე დასახლებული რაიონი დაიტბორა. ბოლო მონაცემებით, სტიქიამ 4 ადამიანი იმსხვერპლა. ევაკუირებულია ასობით მცხოვრები.
წყალდიდობის მოლოდინშია ჩეხეთიც. პოლონეთში კი რამდენიმე პროვინციაში განგაშის უმაღლესი, მესამე დონე მოქმედებს.