თეგებით ძიება

დარწმუნებული ვარ, ბაიდენი საქმის კურსშიც კი არ არის სანქციებთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

დარწმუნებული ვარ, ბაიდენი საქმის კურსშიც კი არ არის სანქციებთან დაკავშირებით,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, ვის შეიძლება, აწყობდეს სანქციების დაწესება.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბაიდენი არ იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს, არსებობს ოლიგარქიული პრობლემები და ამ პრობლემების შედეგია ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება.

„აღარ მინდა, ღრმად შევიდე ამ თემაში. ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ რა თქმა უნდა, ბაიდენი არ იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს. სამწუხაროდ, არსებობს ოლიგარქიული პრობლემები და ამ პრობლემების შედეგია ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დარწმუნებული ვარ, ბაიდენი საქმის კურსშიც კი არ არის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა