ახლო აღმოსავლეთში სრულმასშტაბური ომი არავის ინტერესში არ შედის - ჯო ბაიდენი
გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში სრულმასშტაბური ომი არავის ინტერესში არ შედის.
„სრულმასშტაბური ომი არავის ინტერესში არ შედის. სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაშიც კი, დიპლომატიური გამოსავალი მაინც შესაძლებელია. ფაქტობრივად, ის რჩება ერთადერთ გზად გრძელვადიანი უსაფრთხოებისკენ, რომელიც საშუალებას მისცემს ორივე ქვეყნის მოსახლეობას უსაფრთხოდ დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში. და ეს არის ის, რის მისაღწევადაც ჩვენ დაუღალავად ვმუშაობთ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა ისრაელსა და ლიბანს შორის ბოლოდროინდელი ესკალაციის ფონზე.