აშშ-ში ქარიშხალ „ჰელენს“ 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
დამანგერეველმა ქარიშხალმა "ჰელენმა", რომელიც შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთს დაატყდა თავს, კატასტროფული წყალდიდობა გამოიწვია.
Associated Press-ის ინფორმაციით, ბოლო ინფორმაციით, ქარიშხალს 63 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 3 მილიონზე მეტი ადამიანი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ქარიშხლის მიერ გამოწვეული ნგრევითა წყალდიდობით განსაკუთრებით დაზარალდნენ ფლორიდის, ჯორჯიის, სამხრეთ კაროლინისა და ტენესის შტატები.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის განცხადებით, „ქარიშხალი კვლავ საფრთხის შემცველია, სიცოცხლის დაკარგვისა და წყალდიდობის საფრთხის მაღალი დონე რჩება“.
ქალაქ ერვინში, ტენესის შტატში პოლიციამ და მაშველებმა ვერტმფრენის გამოყენებით შეძლეს 50-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა, რომლებიც საავადმყოფოს სახურავზე ავიდნენ, რათა გაქცეოდნენ წყალდიდობას.
ქარიშხალი „ჰელენი“ თავდაპირველად 26 სექტემბერს ფლორიდის შტატს დაატყდა თავს და შემდეგ მეზობელ შტატებში გადავიდა. ქარის სიჩქარე საათში 225 კილომეტრს აღწევდა, ის მეოთხე კატეგორიის ქარიშხლად იყო კლასიფიცირებული, რაც „უკიდურესად საშიშს“, ნიშნავს.