“სილქნეტის” მომხმარებელთა ნაწილს ინტერნეტი არ მიეწოდება
“სილქნეტის” მომხმარებელთა ნაწილს ინტერნეტი არ მიეწოდება. კომპანიაში აცხადებენ, რომ კომპანია მიზეზების დადგენაზე მუშაობს და პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ხარვეზის აღმოფხვრისთვის სამუშაოები.
“ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ მომხმარებლების ნაწილს კვლავ შეზღუდული აქვს ინტერნეტთან წვდომა. პრობლემა იყო ცხელ ხაზზე დაკავშირებაც, რაც უკვე გამოსწორებულია. ვცდილობთ დავადგინოთ ხარვეზის მიზეზები და პარალელურად, მიმდინარეობს ხარვეზის აღმოფხვრისთვის შესაბამისი სამუშაო”, – განაცხადეს კომპანიაში.