თეგებით ძიება
03. 10. 2024 მსოფლიო

"ყველა თვალს ხუჭავს“ - ბუდანოვი აცხადებს, რომ რუსეთი ევროპაში წარმოებულ ელექტრონულ მოწყობილობებს მაინც ყიდულობს

დასავლური კომპანიები არ აკეთებენ საკმარისს იმისათვის, რომ გააკონტროლონ მიწოდების ჯაჭვები და შეაჩერონ ჩიპების მიწოდება რუსული სამხედრო ქარხნებისთვის, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა Bloomberg-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, დასავლურმა კომპანიებმა ეს იციან, თუმცა საბოლოოდ ნახევარგამტარები რუსეთამდე აღწევენ.

"თუ თქვენ ნებისმიერ რუსულ რაკეტას ან უპილოტო საფრენ აპარატს გახსნით, ნახავთ, რომ მათში ბევრი დასავლური კომპონენტია. კომპანიებმა შესაძლოა თქვან, რომ ისინი რუსეთში არაფერს ყიდიან, რომ ისინი საკუთარ პროდუქციას ვიღაც შუამავლებს აწვდიან, თუმცა, ეს გარემოება ფაქტებს არ ცვლის. ნაწილები დიდი რაოდენობით აღწევს რუსეთში“, - აღნიშნა ბუდანოვმა.

ის ხაზს უსვამს, რომ ეს რაკეტები არ იგზავნება ქარხნებიდან საწყობებში, ისინი პირდაპირ ბრძოლის წინა ხაზზე მიაქვთ.

ბუდანოვი მიიჩნევს, რომ ერთადერთი ხერხი, რომელიც კრემლს ზუსტი დამიზნების მქონე რაკეტების შექმნაში ხელს შეუშლის, რუსეთში ნახევარგამტარების გადინების შეჩერებაა, თუმცა „ყველა თვალს ხუჭავს იმაზე, რაც ხდება“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა