თეგებით ძიება
03. 10. 2024 სპორტი

რომელი ქართველი ფალავნები ასპარეზობდნენ ტურნირზე, სადაც აფხაზეთი და ცხინვალი დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოდიოდნენ - სკანდალი ქართულ ჭიდაობაში

ვლა­დი­კავ­კაზ­ში ძმე­ბის “მა­ხარ­ბეკ და ას­ლან ხა­დარ­ცე­ვე­ბის სა­ხე­ლო­ბის“ თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით ჭი­და­ო­ბა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რი გა­ი­მარ­თა.

ვებგ­ვერ­დსა და ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე სა­ხე­ლად - “და­ღეს­ტნის ჭი­და­ო­ბა“ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ტურ­ნირ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა “20 ქვეყ­ნის 166 თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვემ“ მი­ი­ღო.

“მათ შო­რის იყ­ვნენ აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კე­ბის, რუ­სე­თის მიერ ანექ­სი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ასე­ვე მებ­რძო­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან“, -წერს ekhokavkaza.

“სა­ქარ­თვე­ლო­დან ტურ­ნი­რის მო­ნა­წი­ლე­თა შო­რის იყ­ვნენ რეზო მარ­სა­გიშ­ვი­ლი, ნი­კო­ლოზ ბე­ში­ძე, საბა კო­ბა­ხი­ძე, დი­მიტ­რი ჯი­ო­ე­ვი, გე­ორ­გი ელ­ბა­ქი­ძე, გი­ორ­გი გოგ­რი­ჭი­ა­ნი, ალექ­სან­დრე მე­ლა­ძე, ლე­ვან ბა­ზა­ძე.

ოკუ­პი­რე­ბულ სამ­ხრეთ ოსეთს წარ­მო­ად­გენ­დნენ გუ­რამ ჩერ­ტკო­ე­ვი, სოს­ლან ჯა­გა­ე­ვი და აზა­მატ ზა­სე­ე­ვი; ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თი - ინარ ქე­თია, მა­რატ კო­კოს­კე­რია და ლეონ ძუ­კია.

ტურ­ნი­რის ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლი ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე გა­ი­მარ­თა. ქარ­თვე­ლი გი­ორ­გი ელ­ბა­ქი­ძე მე­სა­მე ად­გი­ლის­თვის მატჩში და­ღეს­ტნელ იმამ გა­ნი­შოვ­თან და­მარ­ცხდა. მე­სა­მე ად­გი­ლის­თვის მატ­ჩე­ბი სამ­ხრეთ ოსე­თის სპორ­ტსმე­ნებ­მაც გა­მარ­თეს: მატ­ჩი სოს­ლან ჯა­გა­ევ­მა მო­ი­გო, ხოლო გუ­რამ ჩერ­ტკო­ე­ვი ტრავ­მის გამო და­მარ­ცხდა“, - აღ­ნიშ­ნავს გა­მო­ცე­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ტურ­ნირ­ში ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ამოწ­მე­ბენ. ფე­დე­რა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის თქმით, ვლა­დი­კავ­კაზ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წევ­რე­ბი არ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

“ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჩვენ­გან არა­ვინ გა­თა­ვი­სუფ­ლდა“, - გა­ნუ­ცხა­დეს ფე­დე­რა­ცი­ა­ში რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის ქარ­თულ სამ­სა­ხურს.

ფე­დე­რა­ცია აღ­ნიშ­ნუ­ლის გან­ხილ­ვას დის­ციპ­ლი­ნუ­რი კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე გეგ­მავს. ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა არა მხო­ლოდ სპორ­ტსმე­ნე­ბის სა­კი­თხი, არა­მედ, სა­ვა­რა­უ­დოდ, მწვრთნე­ლე­ბი­საც, რომ­ლებ­მაც ფე­დე­რა­ცი­ის გვერ­დის ავ­ლით გა­და­წყვი­ტეს ტურ­ნირ­ზე მო­ჭი­და­ვე­ე­ბის გაგ­ზავ­ნა.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა