თეგებით ძიება

თუ საქართველოს მთავრობა EU-ს პრინციპებს პატივს არ სცემს, ქვეყანა EU-ს წევრი ვერც 2028 და ვერც 2030 წელს გახდება - ჰერჩინსკი

საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროკავშირისგან აშორებს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი საუბრობს. დიპლომატი პირდაპირ ამბობს, რომ მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები ევროპული ღირებულებებისგან შორს არიან. 

პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქვეყანა შეძლებს, ევროკავშირის გზას დაუბრუნდეს. ამასთან, ელჩი ხაზს უსვამს, რომ თუ მომავალი მთავრობაც ევროკავშირის ძირეულ პრინციპებს პატივს არ სცემს, საქართველო  EU-ს წევრი ვერც 2028 და ვერც 2030 წელს გახდება. 

"მაშინ, როცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს, ეს ჩემი დიპლომატიური კარიერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება იყო. ყველაფერი გაკეთდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იმისთვის, რომ მამაცი უკრაინელი ხალხის გამო, რომლებიც იცავენ არა მხოლოდ მათ ქვეყანას, არამედ ცივილიზებულ მსოფლიოს, კარი გაეღოთ. 

მაგრამ, რა მოხდა მას შემდეგ, რაც თქვენ კანდიდატის სტატუსი მიიღეთ? მოსახლეობის უმრავლესობას, ოპოზიციურ პარტიებს სურს ევროკავშირის წევრობა, მაგრამ ხელისუფლება ხალხს ამისგან აშორებს.  საქართველოს ხელისუფლების წევრები ევროკავშირის ღირებულებებისგან შორს არიან.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, კვლავ დავუბრუნდებით ევროკავშირში შესასვლელ გზას, რომელიც ამ ეტაპზე შეჩერებულია. როგორც ევროკავშირი, ჩვენ მზად ვართ, ვიმუშავოთ საქართველოს ნებისმიერ დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებასთან, მაგრამ თუ საქართველოს მომავალი მთავრობა არ სცემს პატივს იმ პრინციპებს, რომელზეც ევროკაშირია დაფუძნებული, რაც არის თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, არ არსებობს შანსი, საქართველო გახდეს ევროკაშირის წევრი, ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც ზეგ,  ვერც 2028-ში და ვერც 2030-ში და ვერც შემდეგ", - ამბობს ჰერჩინსკი. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა