თეგებით ძიება

"პროცესი მიდის ძალიან სწორად, პრეზიდენტის ინიციატივა არის ძალიან დროული, სწორი და რაციონალური!" - ნიკა გვარამია პრეზიდენტთან კონსულტაციებზე

პრეზიდენტი მომავალი კოალიციური, ტექნიკური მთავრობის შემადგენლობის კანდიდატურებთან დაკავშირებით "ქართული ქარტიის" ხელმომწერ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს მართავს.  პრეზიდენტთან უკვე იმყოფებოდნენ კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ  ნიკა გვარამიამ მედიასთან განაცხადა, პრეზიდენტის ინიციატივა დროული და სწორია და იძლევა შესაძლებლობას, რომ ქვეყანა ანტიევროპული კრიზისიდან გამოვიდეს.

"პროცესი ჩემი აზრით მიდის ძალიან სწორად, პრეზიდენტის ინიციატივა არის დროული, სწორი და რაციონალური.

სახელების, გვარების და კულუარული განხილვების პროცესი ეს არ არის. ესაა პროცესი თუ როგორ შევჩერდეთ სწორ ფორმულაზე რომ საზოგადოებაში იყოს სტაბილურობის განცდა და იმის განცდა, რომ პროდასავლური ოპოზიცია ვთანხმდებით ანტიევროპული კრიზისიდან გამოყვანაზე. ამომრჩეველს სჭირდება სტაბილურობის განცდა და ჩვენი ერთიანობის დანახვა. ყველას აქვს თავისი პარტიული არჩევანი, მაგრამ ყველა უნდა ვამბობდეთ, რომ ჩვენ მზად ვართ ურთიერთდაპირისპირების გარეშე ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან.  ჩვენ ამისი ვალდებულება გვაქვს ჩვენი ამომრჩევლის, ისტორიის და მომავალი თაობის წინაშე.  პრეზიდენტის როლი შეუფასებელია ამ თვალსაზრისით და მადლობა მას რომ ასეთი რამ აიღო საკუთარ თავზე.

კონკრეტული სახელები და გვარები არ დასახელებულა, თუმცა ეს არ გამორიცხავს რომ სამომავლოდ იყოს და ჩვენი შეთანხმებაც იყოს, მთავარი რომ ეს არის გარდამავალი,  ტექნიკური, მცირე დროით არჩეული  ადმინისტრაცია, რომელიც ქვეყანაში ოპოზიციასაც მისცემს დროს, რომ მოხდეს შეთანხმებული სინქრონული მოქმედება კრიზისის დასაძლევად და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება არის უმნიშვნელოვანესი რამ და ნებისმიერი რამ რაც ამის შესაძლებლობას მოგვცემს არის კარგი და ერთადერთი ადამიანი, ვინც ამაზე შეიძლება პასუხისმგებლობა აიღოს იმგვარად, რომ ყველანი მეტ-ნაკლებად ვიყოთ პროცესებში ჩართული, არის პრეზიდენტი.

ჩვენ არავინ შეგვითავაზებია, ვართ ქარტიის ერთგულები, სადაც წერია, რომ გარდამავალ, ტექნიკურ მთავრობას ვეთანხმებით. ჩვენ ამას ხელი მოვაწერეთ და არავითარ შემთხვევაში სიტყვას არ გადავალთ. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ ამ პროცესით და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ პრეზიდენტს. ქართული ოცნება მარცხდება და საქართველოს პრეზიდენტი იქნება გარანტი, რომ საქართველოს მოსახლეობის არჩევანი იქნეს რეალურად ასახული და ფორმალიზებული საარჩევნო შედეგებში" - განაცხადა ნიკა გვარამიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა