"მეზობლებთან იდეალური ურთიერთობა უნდა გვქონდეს" - რას ამბობს კალაძე რუსეთთან შესაძლო დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე
კახა კალაძე გადაჭრით არ პასუხობს კითხვას, აპირებს თუ არა "ოცნება" რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას. ამასთან, "ოცნების" გენმდივანი ამბობს, რომ "მეზობლებთან იდეალური ურთიერთობა უნდა გვქონდეს".
"პირველი, ჩვენ ვაგრძელებთ ჩენს პრაგმატულ პოლიტიკას. ჩვენთვის, ყველასთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, მოვახდინოთ როგორმე ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანება. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და სამეზობლოში გვქონდეს იდეალური ურთიერთობა. ყველაფერს გავაკეთებთ ყველა მიმართულებით, რაც შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესში, გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც წაადგება ჩვენს ქვეყანას, - ამბობს კალაძე.
რუსეთის მთავრობა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობას განიხილავს. ინფორმაცია ამის შესახებ რუსეთის ნორმატიული აქტების ფედერალურ პორტალზე იძებნება.