თეგებით ძიება
12. 10. 2024 მსოფლიო

რუსეთის თავდასხმებს უკრაინაში, გასული დღის განმავლობაში, სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა - დაშავებულია 14

უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში, გასული დღის განმავლობაში, რუსეთის თავდასხმებს სულ მცირე 3 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, დაშავდა 14. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ოფიციალური პირები ავრცელებენ.

სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დონეცკის ოლქში რუსეთის ჯარების სოფელ ბოჰოიავლენკაზე თავდასხმას 2 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსებმა ასევე დაარტყეს სოფელ ივანოფილიას, რის შედეგადაც 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, სულ 8 ადამიანი დაშავდა.

ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის განცხადებით, რუსეთმა 11 ოქტომბერს, 11 ადგილზე 425 დარტყმა განახორციელა. ღამით, ქალაქ ზაპოროჟიეზე, საცხოვრებელ კორპუსებზე თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაშორდა, მათ შორის ერთი ახალგაზრდა გოგო.

ხერსონის ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის რომან მარჩენკოს ინფორმაციით, ხერსონის ოლქში დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ასევე, დაზიანდა სახლები, ინფრასტრუქტურა და ბიზნესი. უკრაინის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ღამით, ქალაქ ხერსონში მდებარე საწყობისა და ნარჩენების წარმოების ადგილის დაბომბვის შემდეგ მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რომელიც ამ დროისთვის, ლიკვიდირებულია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა